თავში

AFP საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება

AFP საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება
AFP საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება

საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს საინფორმაციო სააგენტო France-Presse-იც გამოეხმაურა. "საარჩევნო უბნების დახურვისთანავე, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში გამარჯვების შესახებ განაცხადა, თუმცა, მოაგროვა თუ არა "ქართულმა ოცნებამ" საკმარისი ხმები ქვეყნის სათავეში დასარჩენად, თავიდანვე გარკვეული არ ყოფილა. ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ალიანსის მკაცრი მოქმედებები საშუალებას მისცემს მას ახალი კოალიციური მთავრობა შექმნას", - წერს გამოცემა.

"პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა, რვა წლის განმავლობაში, 150 მანდატიან პარლამენტში დიდი უმრავლესობას ფლობდა. თუმცა, ქვეყნის ეკონომიკური პრობლემების ფონზე, მისი პოპულარობა სტაბილურად შემცირდა.

ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, ივანიშვილმა საკუთარ მომხრეებს გამარჯვება მიულოცა", - აღნიშნავს გამოცემა.

”ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ”ქართული ოცნება” მესამედ იგებს არჩევნებს. ჩვენ შევძელით ის, ის რაც ჩვენს ქვეყანას სურდა -  მყარი გუნდი", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

France-Presse-ის ცნობით, ამავდროულად, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა შედეგებს მისი ბლოკის "ტრიუმფი" უწოდა და აღნიშნა, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად კოალიციას ჩამოაყალიბებს. 

”შევიწროების, დაშინებისა და ზეწოლის მიუხედავად, ქართულმა ოპოზიციამ ტრიუმფს მიაღწია", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამჯერად, ქართული ოცნება, ოპოზიციური კოალიციის სახით, განახლებული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. კოალიციამ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრად წარადგინა, თუმცა ექს-პრეზიდენტმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. 

"როგორც ქართული ოცნება, ისე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა პროდასავლური იდეის მატარებელია. მათი მთავარი მიზანი, NATO-სა და ევროკავშირში შესვლაა. ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ კენჭისყრა ეკონომიკის სტაბილიზაციას და დასავლეთში ინტეგრაციის მცდელობებს შეუწყობს ხელს", - ვკითხულობთ სტატიაში.

”ეს საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობაა, მოიზიდოს უფრო მეტი ინვესტიციები და დაასრულოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზა”, - განუცხადა თალაკვაძემ Associated Press-ს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system