თავში

აფრიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთათვის 1,5 მილიონ საფლავს ამზადებენ

აფრიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთათვის 1,5 მილიონ საფლავს ამზადებენ
აფრიკაში COVID-19-ით გარდაცვლილთათვის 1,5 მილიონ საფლავს ამზადებენ

სამხრეთ აფრიკის პროვინცია, გაუტენგი კორონავირუსით გარდაცვლილთათვის წინასწარ 1.5 მილიონ საფლავს ამზადებს.

აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) თქმით, აფრიკაში COVID-19-ის შემთხვევები სწრაფად იზრდება და ამიტომ ყველაზე უარესი სცენისთვის მზადება კარგი გამოსავალია.

ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევებმა  ნახევარ მილიონამდე მიაღწია. აფრიკის CDC– ის ხელმძღვანელის თქმით, მასშტაბური ტესტირების დონე დაბალია, 1.3 მილიარდიან კონტინენტზე სულ 5,7 მილიონი ტესტი ჩატარდა, ამიტომ რეალური რიცხვების დასახელება წარმოუდგენელია.

მისი თქმით, ვაქცინის დაგვიანების შემთხვევაში აფრიკა კატასტროფის წინაშე აღმოჩნდება.

"ვაქცინა ერთადერთი იარაღია, რომლის საშუალებითაც ჩვენი ცხოვრება ნორმალურ რიტმს დაბრუნდება”, - დასძინა მან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system