თავში

აფროამერიკელის მკვლელობისა და ცხედრის დაწვისთვის 4 პირი დააკავეს

​აფროამერიკელის მკვლელობისა და ცხედრის დაწვისთვის 4 პირი დააკავეს
აფროამერიკელის მკვლელობისა და ცხედრის დაწვისთვის 4 პირი დააკავეს

აშშ-ში, აიოავას შტატში სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს. მათ აფროამერიკელის მოკვლა და შემდეგ ცხედრის დაწვა ედებათ ბრალად. ოთხივე დაკავებული თეთრკანიანია, რომელთა შორის ერთი ქალია.

შემთხვევის ადგილზე გამოძახებულმა მეხანძრეებმა და პოლიციამ აღმოაჩინეს, რომ თხრილში გაჩენილი ცეცხლი ადამიანის ცხედარს ეკიდა. სასამართლო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ მოკლული 44 მაიკლ უილიამსი იყო, რომელიც ჯერ დაახრჩვეს, შემდეგ პოლიეთილენის პაკეტში გაახვიეს და დაწვეს. 

დაკავებულებს მკვლელობაში, მტკიცებულებების განადგურებასა და გამოძიებისთვის ხელის შეშლაში ედებათ ბრალი. შემთხვევის მიზეზები უცნობია, თუმცა გამოძიების ამ ეტაპზე არ დგინდება, რომ მკვლელობას რასიზმი, ან სიძულვილი ედო საფუძვლად. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system