თავში

აფთიაქში სითხეში მოთავსებულ მკვდარ ხვლიკებს კორონავირუსის წამლად ასაღებდნენ

აფთიაქში სითხეში მოთავსებულ
აფთიაქში სითხეში მოთავსებულ მკვდარ ხვლიკებს კორონავირუსის წამლად ასაღებდნენ

მოსკოვში კერძო ჰომეოპათიური აფთიაქიდან წამლები ამოიღეს, რომლებიც ლიცენზიის დარღვევით იყო წარმოებული. მათ შორის იყო გაურკვეველი წარმომავლობის სუბსტანციის სითხეები, შიგნით მოთავსებული მკვდარი რეპტილიებით, რომელსაც კორონავირუსის სამკურნალო საშუალებად ასაღებდნენ.

აფთიაქის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ ხვლიკზე დამზადებული წამლის მიღების შემდეგ ადამიანს კორონავირუსი აღარ ემართება. მიქსტურის ანოტაციის თანახმად სითხე, რომელშიც მკვდარი ხვლიკები იყო მოთავსებული, უნიკალური თვისებებით ხასიათდებოდა, განსაკუთრებით რეკომენდებული იყო ბავშვებისთვის და ის თითქმის ნებისმიერ დაავადებას კურნავდა.

ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა გაურკვეველი წარმომავლობის წამლები ამოიღეს, თუმცა, სითხე რეპტილიებით აფთიაქის წარმომადგენელმა გაანადგურა, რომ მათი ექსპერტიზა არ მომხდარიყო. 

მიმდინარეობს გამოძიება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system