თავში

აღდამში სამი ადამიანი ნაღმზე აფეთქდა, არის მსხვერლი

​აღდამში სამი ადამიანი ნაღმზე აფეთქდა, არის მსხვერლი
აღდამში სამი ადამიანი ნაღმზე აფეთქდა, არის მსხვერლი

აღდამის რაიონში სამი ადამიანი ნაღმზე აფეთქდა, რის შედეგადაც ერთი მათგანი გარდაიცვალა, ორი კი მძიმედ დაშავდა, - ამის შესახებ, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.

ინციდენტი სოფელ შაჰბულაგის ტერიტორიაზე მოხდა. დაღუპული და ერთი დაშავებული აღდამის რაიონის მკვიდრები არიან, მეორე დაშავებული კი სამხედრო მოსამსახურეა.

მომხდარზე აზერბაიჯანის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიების ჩატარება გენერალური პროკურატურის საგამოძიებო დეპარტამენტს დაევალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system