თავში

აღმოჩენილია COVID-ის ახალი საშიში შტამი, რომელსაც 32 მუტაცია აქვს

​აღმოჩენილია COVID-ის ახალი საშიში შტამი, რომელსაც 32 მუტაცია აქვს
აღმოჩენილია COVID-ის ახალი საშიში შტამი, რომელსაც 32 მუტაცია აქვს

ბრიტანელმა მეცნიერებმა COVID-ის ახალი საშიში შტამი აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

დეტალები: ბრიტანელი ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა.

ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში.

ის 32 მუტაციას შეიცავს.

ბრიტანელი გენეტიკოსი ფრანსუა ბალი ვარაუდობს, რომ შტამი, შესაძლოა, დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე ადამიანში, მაგალითად, შიდსით დაავადებულ პაციენტში, ხანგრძლივი ინფექციის დროს გაჩენილიყო.

ბოტსვანაში, ექვსი სამხრეთ აფრიკაში და ერთი შემთხვევა ჰონგ-კონგში.

ახალი შტამის გავრცელება პირველად ვირუსოლოგმა ლონდონის კოლეჯიდან, დოქტორმა ტომ პიკოკმა შენიშნა. მან ამ ვარიანტში მუტაციების კომბინაციას "საშინელი" და "ყველაზე უარესი" უწოდა.

თუმცა, სხვა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ შტამში მუტაციების უპრეცედენტო რაოდენობამ, შესაძლოა, ის უფრო "არასტაბილური" გახადოს, რაც ფართო გავრცელებას ხელს უშლის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system