თავში

აღმოჩენილია კორონავირუსის ახალი ტიპი, რომელიც ძაღლისგან ვრცელდება

აღმოჩენილია კორონავირუსის ახალი ტიპი, რომელიც ძაღლისგან ვრცელდება
აღმოჩენილია კორონავირუსის ახალი ტიპი, რომელიც ძაღლისგან ვრცელდება

ამერიკელმა მეცნიერებმა მალაიზიის ექსპერტებთან ერთად კორონავირუსის ახალი ტიპის ინფექცია აღმოაჩინეს, რომელიც წინასწარი ინფორმაციით, ძაღლებიდან ადამიანებზე გადადის. ამის შესახებ გამოცემა Ohio State news იუწყება.

ვირუსი 2018 წელს გამოჩნდა, როდესაც მალაიზიაში პნევმონიის შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. ჯანდაცვის მუშაკმა 300 ადამიანიდან რვა ადამიანში მანამდე უცნობი ვირუსი აღმოაჩინა, რომელსაც შემდეგ CCoV-HuPn-2018 დაარქვეს. აღსანიშნავია, რომ რვა ინფიცირებულიდან შვიდი ბავშვი იყო.

კვლევის შედეგების მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ ვირუსი, რომელიც მანამდე მხოლოდ ცხოველებს აინფიცირებდა, ახლა ადამიანისთვის საფრთხედ იქცა. ამჟამად უცნობია, ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაედება თუ არა.

"ახლა ამ ვირუსისგან ახალი პანდემიის მოლოდინს ვერ ვხედავთ, მაგრამ ვერ გამოვრიცხავ, რომ ის მომავალში არასოდეს გამოიწვევს შეშფოთებას", - განაცხადა ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევაში მონაწილე ერთ-ერთმა მეცნიერმა.

განმარტეს, რომ ამ ტიპის ვირუსით ინფიცირებულ ცხოველებს ჰქონდათ პრობლემები კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან, მაგრამ ადამიანებში ასეთი სიმპტომი არ გამოვლენილა. ამ ვირუსით დაავადებულ პაციენტებს რესპირატორული სიმპტომები გამოუვლინდათ.

აღინიშნა, რომ რვავე პაციენტს, ვისაც ამ ტიპის ინფექცია დაუდგინდა, გამოჯანმრთელდა და ერთი კვირაში საავადმყოფოდან გაწერეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system