თავში

აღმოჩენილია ოთხი ანტისხეული, რომელიც "ომიკრონს" ანეიტრალებს

აღმოჩენილია ოთხი ანტისხეული, რომელიც "ომიკრონს" ანეიტრალებს
აღმოჩენილია ოთხი ანტისხეული, რომელიც ომიკრონს ანეიტრალებს

ახალი ტიპის კოროვირუსის შტამ "ომიკრონზე" 37 მონოკლონური ანტისხეულების ზემოქმედების მოკვლევისას, მეცნიერებმა გამოყვეს 4 მოლეკულა, რომლებსაც არა მხოლოდ მისი, არამედ მრავალი სხვა კოროვირუსის განეიტრალებაც შეუძლია. Report.ge-ს ცნობით, კვლევის შედეგები bioRxiv-ზე გამოქვეყნდა.

"თითქმის ყველა შესწავლილი ანტისხეული პრაქტიკულად არ მოქმედებს კოროვირუსის შტამ "ომიკრონზე". გამონაკლისი იყო მხოლოდ ანტისხეულები S2K146, S2X259, S2H97 და სოტროვიმაბი. გარდა ამისა, მათ კოროვირუსების ფართო სპექტრის განეიტრალება შეუძლიათ. მათი ანალოგების შემუშავება პანდემიასთან ბრძოლის კუთხით კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - წერენ მკვლევარები.

ახალ კვლევაში ბიოლოგებმა ვაშინგტონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, დევიდ ვისლერის ხელმძღვანელობით, გაანალიზეს, თუ როგორ მოქმედებს "ომიკრონზე" ადრე არსებული, SARS-CoV-2-ის მონოკლონური ანტისხეულები.

მათ შორის იყო გამოჯანმრთელებული და ვაქცინირებული პაციენტების სისხლიდან გამოყოფილი ანტისხეულები და მათი მონოკლონური ანალოგები, რომლებიც COVID-19-ის ექსპერიმენტული წამლების დასამზადებლად გამოიყენება.

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 თავდაპირველად აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

კორონავირუსის ახალი შტამი "ომიკრონი" უკვე 77 ქვეყანაში დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system