თავში

აღმოსავლეთ უკრაინაში ორი უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა - მედია

აღმოსავლეთ უკრაინაში ორი უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა - მედია
აღმოსავლეთ უკრაინაში ორი უკრაინელი სამხედრო გარდაიცვალა - მედია

რუსეთის შეიარაღებულმა ფორმირებებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 14-ჯერ დაარღვიეს. შედეგად ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს. 

შტაბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მოწინააღმდეგის მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ერთმა უკრაინელმა ჯარისკაცმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. ამასთან, კიდევ ერთი ჯარისკაცი დაუდგენელ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქების შედეგად დაიღუპა.

აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება დაახლოებით ორი კვირის წინ დაიძაბა. ქვეყნის ხელისუფლება კონფლიქტის ესკალაციაზე, ცეცხლის შეწყვეტის დარღვევებსა და საზღვარზე რუსეთის ძალების მობილიზებაზე საუბრობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system