თავში

აჰმადინეჟადი ირანის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა

აჰმადინეჟადი ირანის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა
აჰმადინეჟადი ირანის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა
© REUTERS/Eric Thayer/File Photo — Mahmoud Ahmadinejad

ირანის ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი ხელისუფლებაში დაბრუნებას გეგმავს. იგი ივნისში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის. ინფორმაციას ამის შესახებ Reutersავრცელებს. ექსპრეზიდენტმა საარჩევნო რეგისტრაცია უკვე გაიარა.

უზენაესმა სულიერმა ლიდერმა ალი ჰამენეიმ, 2016 წლისგან განსხვავებით, მას ამჯერად მხარი დაუჭირა. აჰმადინეჟადსა და ალი ჰამენეის შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აჰმადინეჟადი უზენაესი სულიერი ლიდერი ძალაუფლების შეკავების ინიციატივით გამოვიდა. 2017 წელს აიათოლამ აჰმადინეჟადს პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრა აუკრძალა. იგი მაინც დარეგისტრირდა, მაგრამ მისი კანდიდატურა საარჩევნო ადმინისტრაციამ გააუქმა.

ექსპრეზიდენტმა 2018 წელს ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც სამი სახელისუფლებო შტოს - აღმასრულებელი, საპარლამენტო და სასამართლო ხელისუფლების, ასევე უზენაესი სულიერი ლიდერის აპარატის რეფორმირება მოითხოვა. არმიის ყოფილი ოფიცერი მაჰმუდ აჰმადინეჟადი სასულიერო ელიტას აკრიტიკებს და ზომიერი პოლიტიკოსის ნიშის დაკავებას ცდილობს. მას გათვლა ღარიბ, მორწმუნე, მშრომელ მოსახლეობაზე აქვს, რომლებიც, საერთაშორისო ეკონომიკური ზეწოლის პირობებში ქვეყანაში შექმნილი ვითარებით უკმაყოფილო არიან. არჩევნებში გავლენიანი სასულიერო პირის, სასამართლო სისტემის ხელმძღვანელის იბრაჰიმ რაისის მონაწილეობის შემთხვევაში აჰმადინეჟადის გამარჯვების შანსები ძალიან საეჭვო იქნება. რაისის ძალაუფლების მქონე პოლიტიკოსებისა და სასულიერო პირების მხარდაჭერა ექნება.

საარჩევნო მარათონში რაისის ჩართვის შემთხვევვაში საკუთარ კანდიდატურას არც რამდენიმე ძლიერი პრეტენდენტი აღარ დაასახელებს. იბრაჰიმ რაისი სასამართლო სისტემის ხელმძღვანელად დანიშვნის შემდეგ ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა და ალი ჰამენეის პოსტის სავარაუდო პრეტენდენტიც გახდა.

მაჰმუდ აჰმადინეჟადი ირანის პრეზიდენტი 2005-2013 წლებში იყო. თანამდებობა მან ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა. მოქმედ პრეზიდენტ ჰასან როუჰანის  მეორე ვადა ეწურება და, შესაბამისდ, 2021 წლის არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system