თავში

აიდაჰოში ნაყოფის გულისცემის შემდეგ აბორტი იკრძალება

აიდაჰოში ნაყოფის გულისცემის შემდეგ აბორტი იკრძალება
აიდაჰოში ნაყოფის გულისცემის შემდეგ აბორტი იკრძალება

აშშ-ის აიდაჰოს შტატის გუბერნატორმა ბრედ ლიტლმა ხელი მოაწერა კანონს აბორტის აკრძალვის შესახებ, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ნაყოფს გულისცემა აღინიშნება, აბორტის გაკეთება იკრძალება. ინფორმაციას ამის შესახებ შტატის გუბერნატორი ავრცელებს.

აღინიშნა, რომ საუბარია ორსულობის მეხუთე ან მეექვსე კვირაზე. გამონაკლისს წარმოადგენს სამედიცინო ჩვენებები, ორსულობა გაუპატიურების ან ინცესტის შედეგად.

კანონის დარღვევის გამო, ლიცენზირებულ ექიმებს ორიდან ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

"აიდაჰოს შტატი აფასებს ყველაზე უდანაშაულო ცხოვრებას - ჩვილების ცხოვრებას. ჩვენ არასდროს არ უნდა შევაფერხოთ ძალისხმევა ახალშობილთა სიცოცხლის დასაცავად. ყოველწლიურად ასობით ბავშვი იღუპება აიდაჰოში აბორტის გამო, რაც აბსოლუტური ტრაგედიაა", - განაცხადა ლიტლმა.

ცნობილია, რომ შეერთებულ შტატებში აბორტის საკითხი ერთ-ერთ მწვავე პრობლემად რჩება. ამიტომ კონსერვატიული შტატები რეგულარულად ცდილობენ, გაამკაცრონ პროცედურის პირობები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system