თავში

აინშტაინის ხელნაწერი 11,6 მილიონ ევროდ გაიყიდა

​აინშტაინის ხელნაწერი 11,6 მილიონ ევროდ გაიყიდა
აინშტაინის ხელნაწერი 11,6 მილიონ ევროდ გაიყიდა

ალბერტ აინშტაინის ხელნაწერი, რომელშიც ის ფარდობითობის თეორიაზე წერს, პარიზში 11,6 მილიონ ევროდ გაიყიდა. DW-ს ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ აუქციონის სახლმა Christie's გაავრცელა.

54-გვერდიანი დოკუმენტი დიდმა ფიზიკოსმა თავის ახლო მეგობართან, შვეიცარიელ ინჟინერ მიქელე ბესოსთან ერთად ბერლინსა და ციურიხში 1913-1914 წლებში დაწერა. ეს არის აინშტაინის შემორჩენილი ორი ხელნაწერიდან ერთ-ერთი, რომელიც ფარდობითობის თეორიის ჩამოყალიბებას უკავშირდება.

გარდა ამისა, გაყიდული ლოტი ყველაზე ძვირადღირებული სამეცნიერო ხელნაწერი გახდა, რომელიც საფრანგეთში აუქციონზე ოდესმე გაყიდულა. ვინ იყიდა აინშტაინის მანუსკრიპტი, ჯერჯერობით უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system