თავში

აივ ინფექციისგან განკურნებული პირველი პაციენტი ლეიკემიით დაავადდა

აივ ინფექციისგან განკურნებული პირველი პაციენტი ლეიკემიით დაავადდა
აივ ინფექციისგან განკურნებული პირველი პაციენტი ლეიკემიით დაავადდა

ტიმოთი რეი ბრაუნი, ასევე ცნობილი, როგორც "ბერლინის პაციენტი", რომელმაც აივ ინფექცია დაამარცხა, ლეიკემია დაუდასტურდა. ამის შესახებ გამოცემა Deutsche Welle იუწყება.

გამოცემის ცნობით, ტიმოთის აივ ინფექციასთან ბრძოლის მიზნით, 2007 წელს ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. იმ პერიოდში პაციენტი ამავდროულად ლეიკემიითაც იყო დაავადებული. ოპერაციის შედეგად მან ორივე დაავადება დაამარცხა და მის ორგანიზმში აივ ინფექციის ნიშნები აღარ აღინიშნება, თუმცა ლეიკემია კვლავ დაბრუნდა. 

ამ დროისათვის, ლეიკემია მის სხეულში ფართოდ არის გავრცელებული და იგი კალიფორნიის ჰოსპიტალში მკურნალობს. 

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში აივ ინფექციისგან სრული გამოჯანმრთელების მხოლოდ ორი შემთხვევაა დადასტურებული. მეორე პაციენტი , რომელიც "ლონდონელი პაციენტის" სახელით არის ცნობილი დაავადებისგან წელს განკურნება. გავრცელებული ინფორმაციით, მისი გამოჯანმრთელებას ძვლის ტვინის გადანერგვის დამსახურებაა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system