თავში

ახალ "ემოჯებში" ტრანსგენდერი პატარძალი და უსქესო თოვლის ბაბუაც მოხვდნენ

ახალ "ემოჯებში" ტრანსგენდერი პატარძალი და უსქესო თოვლის ბაბუაც მოხვდნ
ახალ ემოჯებში ტრანსგენდერი პატარძალი და უსქესო თოვლის ბაბუაც მოხვდნენ

ტრანსგენდერი პატარძალი, სმოკინგში გამოწყობილი ქალი, მშობლები, რომლებიც ბავშვს ბოთლით კვებავენ და ნეიტრალური სქესის მქონე სანტა 2020 წლის განახლებული "ემოჯების" სიაში არიან. მათი დიზაინი არაკომერციულმა ორგანიზაციამ "Unicode Consortium-მა" შექმნა, რომელიც ადგენს "emoji-ის" თავსებადობის სტანდარტებს და ავრცელებს ახალ სიმბოლოებს.  

ახალი სიმბოლოების შექმნაში დიდი წვლილი "Google-საც" მიუძღვის. კერძოდ, მათი შეთავაზებულია ახალი, საქორწილო სამოსში გამოწყობილი და ბავშვის მკვებავი ადამიანების დიზაინი. ახალი ემოჯის დიზაინის გამოყენება ყველას შეუძლია, მათ შორის ისეთ მსხვილ კორპორაციებს, როგორებიც "Google", "Microsoft" და "Apple" არიან.

ახალი ნაკრები ჯამში 117 ახალ პიქტოგრამას მოიცავს, რომელიც ამ წლის ბოლომდე გამოვა. ამის შემდეგ ჯერი სმარტფონებისა და სხვა მოწყობილობების მწარმოებლებზე მიდგება, რომ მათი ინტეგრირება პროგრამული უზრუნველყოფის განახლების საშუალებით მოხდეს. ეს, სავარაუდოდ, შემოდგომაზე მოხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system