თავში

ახალ ზელანდიაში 2025 წლიდან, შესაძლოა, სიგარეტი აიკრძალოს

ახალ ზელანდიაში 2025 წლიდან, შესაძლოა, სიგარეტი აიკრძალოს
ახალ ზელანდიაში 2025 წლიდან, შესაძლოა, სიგარეტი აიკრძალოს

ახალი ზელანდია მოწევისა და სიგარეტის კვამლის წინააღმდეგ ბრძოლის ახალ ეტაპზე გადადის. მთავრობა კანონპროექტზე მუშაობს, რომელიც 2004 წლის შემდეგ დაბადებულ ახალგაზრდებზე სიგარეტის გაყიდვას აკრძალავს. პროექტი 2025 წლისთვის ქვეყნის მოსახლეობის სიგარეტის მოწევისგან გათავისუფლებას ისახავს მიზნად. ინიციატივა ასევე სიგარეტში ნიკოტინის შემცველობის შემცირებას და თამბაქოს პროდუქციაზე მინიმალური ფასების განსაზღვრასაც გულისხმობს. ინფორმაციას Guardian ავრცელებს.

ავსტრალიის მთავრობა იმედოვნებს, რომ მოსახლეობა თანდათანობით დაანებებს თავს მოწევას. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, გარკვეული რეგულაციების ფონზე მწეველთა რიცხვი უკვე მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. მოწევის ტრადიცია განსაკუთრებით ძლიერია მაორის ტომის ადამიანებში და შედარებით ნაკლებად უზრუნველყოფილ სოციალურ ფენებში. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ახალ ზელანდიაში თამბაქოს ზემოქმედების შედეგად ყოველწლიურად 4500 ადამიანი იღუპება.

ინიციატივას 31 მაისამდე სამოქალქო წრეებში განიხილავენ. შემდეგ ის განხილვის ახალ ეტაპზე გადავა.

ინიციატივას სკეპტიკურად უყურებს საზოგადოების გარკვეული ნაწილი. ისინი აცხადებენ, რომ თამბაქოს გაყიდვაზე შეზღუდვას და რეგულაციების გამკაცრებას ქვეყანაში კონტრაბანდის გაჩენის საფრთხე და შავი ბაზრის გააქტიურება მოჰყვება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system