თავში

ახალ ზელანდიაში აივ დადებითი სპერმის ბანკი იხსნება

ახალ ზელანდიაში აივ
ახალ ზელანდიაში აივ დადებითი სპერმის ბანკი იხსნება

ახალ ზელანდიაში დღეს მსოფლიოში პირველი აივ დადებითი სტატუსის მატარებელი სპერმის ბანკი იხსნება. იდეის ინიციატორები აცხადებენ, რომ ამით სურთ წერტილი დაუსვან იმ სტერეოტიპებისა და სტიგმის გავრცელებას, რომლითაც ამ ვირუსის მატარებელი ადამიანები იტანჯებიან. 

კლინიკას სახელად Sperm Positive-ს უკვე 3 დონორი ჰყავს, რომლებიც აივით არიან ინფიცირებულნი. ბანკის თანამშრომლები აცხადებენ, რომ მაჩვენებელი მათ სისხლში იმდენად დაბალია, რომ ეს სხვა ცოცხალ ორგანიზმს ზიანს ვერ მიაყენებს და მემკვიდრეობით არ გადაიცემა. 

კლინიკა ახალი ზელანდიის შიდსის ფონდისა და Positive Women and Body Positive ორგანიზაციების ინიციატივით შეიქმნა. ფონდმა საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე ცენტრის შესახებ დაწერა "მათ შეუძლიათ მოგცენ საკუთარი თვალები, თმა, მათი ღიმილი, მაგრამ არა შიდსი".

დონორთაგან ერთ-ერთი 45 წლის დანიელ რულ ნილია, რომელსაც აივი უკვე 20 წელია აქვს. 

"მინდა მსოფლიომ იცოდეს, რომ დიაგნოზის დასმის შემდეგ ცხოვრება არ ჩერდება. მათ შეუძლიათ ჰყავდეთ შვილებიც, თუ მკურნალობის კურსს გადიან", - ამბობს დანიელი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system