თავში

ახალ ზელანდიაში პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს

​ახალ ზელანდიაში პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს
ახალ ზელანდიაში პოლიციას ცეცხლი გაუხსნეს

ახალ ზელანდიაში პოლიცია საგზაო მოძრაობის რეგულირებას ახდენდა, როდესაც ერთ-ერთმა მოქალაქემ სამართალდამცავებს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი დაიჭრა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

შეიარაღებული პირი ადგილიდან მიიმალა. მანქანით გაქცევის დროს კიდევ ერთი მოქალაქე დაშავდა.

ინციდენტის დროს პოლიციელებს იარაღი არ ჰქონდათ, რადგან ახალი ზელანდიის კანონის მიხედვით, პატრულირებისას ისინი იარაღს არ ატარებენ.

სააგენტო აღნიშნავს, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ახალ ზელანდიაში პოლიციელი საკუთარი მოვალეობის შესრულებისას მოკლეს.

მომხდარს ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ჯასინდა არდერნი გამოეხმაურა.

"დავკარგეთ პოლიციელი, რომელიც ყველა ჩვენგანს ემსახურებოდა, თუმცა ზოგისთვის ის ასევე ოჯახის წევრი და მეგობარი იყო", – განაცხადა არდერნმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system