თავში

ახალ ზელანდიაში პოლიციელ ქალებს ჰიჯაბის ტარების ნება დართეს - PHOTO

ახალ ზელანდიაში პოლიციელ ქალებს ჰიჯაბის ტარების ნება დართეს - PHOTO
ახალ ზელანდიაში პოლიციელ ქალებს ჰიჯაბის ტარების ნება დართეს - PHOTO

ახალი ზელანდიაში ჰიჯაბი პოლიციის ოფიციალური უნიფორმის ნაწილი ხდება. ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება სისტემაში მეტი მუსლიმი ქალის ჩართვის მიზნით მიიღო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ზინა ალი პირველი პოლიციელი ქალია, რომელიც ოფიციალურ ჰიჯაბს ატარებს. სამართალდამცავების განცხადებით, მათი მიზანი ინკლუზიური სისტემის შექმნაა, რომელიც ქვეყნის საზოგადოების მრავალფეროვნებას აჩვენებს.

ჰიჯაბი უკვე პოლიციის ოფიციალური უნიფორმის ნაწილია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ლონდონის პოლიციამ ეს გადაწყვეტილება 2006 წელს, შოტლანდიამ კი - 2016 წელს მიიღო.

ახალი ზელანდიის სამართალდამცავმა სისტემამ ჰიჯაბის ოფიციალური უნიფორმის ნაწილად შექმნაზე მუშაობა 2018 წლის ბოლოს დაიწყო. მუშაობის პროცესში ახალწვეული ზინა ალიც ჩართეს.

პოლიციის ოფიცერი ქალი ზინა ალი ფიჯის კუნძულებზე დაიბადა. ოჯახი მალე საცხოვრებლად ახალ ზელანდიაში გადავიდა. ქალმა პოლიციის რიგებში გაწევრიანების გადაწყვეტილება ქრაისჩერჩის ტერაქტის შემდეგ მიიღო.  

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system