თავში

ახალ ზელანდიაში სავაჭრო ცენტრს თავს დაესხნენ

ახალ ზელანდიაში სავაჭრო ცენტრს თავს დაესხნენ
ახალ ზელანდიაში სავაჭრო ცენტრს თავს დაესხნენ

ახალი ზელანდიის პოლიციამ დამნაშავის ლიკვიდირება მოახდინა, რომელმაც  ოკლენდის სავაჭრო ცენტრში რამდენიმე ადამიანი დაჭრა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

უცნობი მამაკაცი  ნიუ ლინის სუპერმარკეტში შევიდა და  რამდენიმე ადამიანი დაჭრა. პოლიციამ თავდამსხმელი გაანეიტრალა, ის ადგილზე გარდაიცვალა.

რადიო ახალი ზელანდიის ცნობით, სულ მცირე ოთხი ადამიანი დაშავდა, მაგრამ ეს ინფორმაცია ჯერ არ არის დადასტურებული ხელისუფლების მიერ.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა და  პოლიცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system