თავში

ახალ ზელანდიაში სუპერმარკეტში თავდასხმის დროს 5 ადამიანი დაიჭრა

ახალ ზელანდიაში სუპერმარკეტში თავდასხმის დროს 5 ადამიანი დაიჭრა
ახალ ზელანდიაში სუპერმარკეტში თავდასხმის დროს 5 ადამიანი დაიჭრა

ახალი ზელანდიის სამხრეთით, დუნედინის სუპერმარკეტში დანით თავდასხმის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მაღაზიის მენეჯერის განცხადებით, დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების საშუალებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხუთი მათგანიდან სამი ადამიანის მდგომარეობა მძიმეა.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, თავდამსხმელს, რომელსაც ორი დანა ჰქონდა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ის დააკავეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"წინასწარი მონაცემებით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ერთი ადამიანი დააკავეს", - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

სამართალდამცავების ინფორმაციით, თავდასხმის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system