თავში

ახალ ზელანდიის წყლებში 100-მდე ვეშაპი დაიხოცა

ახალ ზელანდიის წყლებში 100-მდე ვეშაპი დაიხოცა
ახალ ზელანდიის წყლებში 100-მდე ვეშაპი დაიხოცა

ახალი ზელანდიის აღმოსავლეთ სანაპიროდან დაახლოებით 800 კილომეტრში, კუნძულ ჩატემის ტერიტორიაზე 100-მდე დელფინი და ვეშაპი დაიხოცა. 

ცნობილია, რომ ვეშაპებისა და დელფინების უმეტესობა შაბათ-კვირას დაიღუპა, თუმცა კუნძულის ადგილმდებარეობის გამო ინციდენტის შესახებ ახლა გახდა ცნობილი.

ახალი ზელანდიის კონსერვაციის დეპარტამენტში (DOC) აცხადებე , რომ საერთო ჯამში, მიმდინარე კვირაში 97 ვეშაპი და სამი დელფინი დაიხოცა.

"ამ ეტაპზე მხოლოდ 26 ვეშაპი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მათი უმრავლესობა ძალიან სუსტი აღმოჩნდა და ღრმა წყლის მასობრივი დატოვების გამო დაიხოცა", - განაცხადა DOC-ის რეინჯერმა

მასობრივი ვეშაპის გადაადგილება არაღრმა წყალში ძალიან ხშირია, თუმცა საზღვაო ბიოლოგები ამ საკითხს ვერ ხსნიან. ოფიციალური ინფორმაციით, სექტემბრის ბოლოს რამდენიმე ასეული ვეშაპი არაღრმა წყლებში დაიღუპა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system