თავში

ახალგაზრდა, რომელმაც მაკრონს კვერცხი ესროლა, ფსიქიატრიულში მოათავსეს

​ახალგაზრდა, რომელმაც მაკრონს კვერცხი ესროლა, ფსიქიატრიულში მოათავსეს
ახალგაზრდა, რომელმაც მაკრონს კვერცხი ესროლა, ფსიქიატრიულში მოათავსეს

სტუდენტი, რომელმაც საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს კვერცხი ესროლა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსეს. ინფორმაციას BFM ავრცელებს.

მისი ცნობით, გადაწყვეტილება ლიონის პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მიიღეს.

"თავდამსხმელმა ფსიქიატრიული ექსპერტიზა გაიარა, რომელმაც დაასკვნა, რომ მისი დაპატიმრება უნდა გაუქმდეს და ის იძულებით ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს", - განაცხადეს უწყებაში.

ცნობისთვის, 19 წლის სტუდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს კვერცხი ესროლა. ინციდენტის მომენტში მაკრონი ლიონში გამოფენას Eurexpo ესწრებოდა. 

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მაკრონზე თავდახმა ხდება. ცნობისთვოის, 8 ივნისს საფრანგეთის პრეზიდენტს დრომის დეპარტამენტში ვიზიტისას მამაკაცმა სახეში სილა გააწნა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system