თავში

ახალგაზრდები არც ისეთი დაცულები არიან, როგორც ვფიქრობდით

ახალგაზრდები არც ისეთი დაცულები არიან, როგორც ვფიქრობდით
ახალგაზრდები არც ისეთი დაცულები არიან, როგორც ვფიქრობდით

ევროპიდან და აშშ-დან მიღებული მონაცემებით დგინდება, რომ ახალგაზრდები არც ისეთი რეზისტენტულები არიან კორონავირუსის მიმართ, როგორც თავიდან ვფიქრობდით.

მიუხედავად ჩინეთიდან მიღებული მონაცემებისა, რომ ხანში შესულები უფრო მოწყვლადი ჯგუფია ამ ვირუსის წინაშე, აღმოჩნდა რომ 20 წელს ზემოთ ახალგაზრდებსაც სერიოზული საფრთხე ემუქრებათ. მათი მდგომარეობა შესაძლოა დამძიმდეს და ინტენსიურ მკურნალობას საჭიროებდნენ. განსაკუთრებით საფრთხის ქვეშ არიან ისინი, ვისთვისაც დიაგნოზის დასმა დროულად ვერ ხერხდება.

იტალიიდან მიღებული მონაცემების მიხედვით, ინფიცირებულთა თითქმის მეოთხედი, დაახლოებით 28 000 პაციენტი, 19-დან 50- წლამდე ახალგაზრდაა. (წყარო Statista)

მსგავსი სურათია ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც კორონავირუსით დაავადების პირველი 2500 შემთხვევიდან, 705, 20-დან 44-წლამდე ადამიანი იყო. აქედან 15%-დან 20%-მდე საავადმყოფოში მოხვდა, ხოლო 4%-ის მდგომარეობა დამძიმდა. რამდენიმე გარდაიცვალა კიდეც. 

წყარო: Bloomberg

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system