თავში

ახალი დეტალები ბრიტანეთის მუტირებულ ვირუსზე - VIDEO

ახალი დეტალები ბრიტანეთის მუტირებულ ვირუსზე
ახალი დეტალები ბრიტანეთის მუტირებულ ვირუსზე - VIDEO

ბრიტანეთის მუტირებულ ვირუსზე ახალი დეტალები გახდა ცნობილი.  მეცნიერების განცხადებით, ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი მეორე ლოქდაუნის დროს - ნოემბრიდან დეკემბრის პერიოდში ექსპონენციურად (რაც უფრო იზრდება რაოდენობა, უფრო მატულობს გავრცელების ტემპი) გავრცელდა. ინფორმაციას Independent ავრცელებს. 

სპეციალისტების განცხადებით, ვირუსის ეს შტამი დაფიქსირდა ლონდონში, კერძოდ მის სამხერთ-აღმოსავლეთსა და აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც ახლა შეზღუდვების მეოთხე დონეა გამოცხადებული.

კორონავირუსის ახალ შტამთან - VUI-202012/01-თან დაკავშირებით მომზადებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ მუტირებული ვირუსი ქვეყნის სხვა მხარეშიც აღმოაჩინეს.

პრემიერ ბორის ჯონსონის განცხადებით, არ არის იმის მტკიცებულება, რომ ვირუსის მუტირებული ვარიანტი უფრო სახიფათო , ან უფრო ფატალურია, თუმცა გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება.

კორონავირუსის ეს ვარიანტი მსოფლიოს კიდევ რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. მათ შორის რამდენიმე შემთხვევა დიდი ბრიტანეთიდან იყო იმპორტირებული. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ვირუსის მუტირებული ვარიანტი, შესაძლოა მათთანაც ცირკულირებს, თუმცა ის ჯერ გამოვლენილი არ არის.

ამ ეტაპზე 20-მა სახელმწიფომ დიდ ბრიტანეთთან საჰაერო მიმოსვლა გააუქმა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system