თავში

ახალი დეტალები ფლორიდაში დანგრეული კორპუსის შესახებ

ახალი დეტალები ფლორიდაში დანგრეული კორპუსის შესახებ
ახალი დეტალები ფლორიდაში დანგრეული კორპუსის შესახებ

BBC-ის ცნობით, მაიამიში ღამით ჩამონგრეული კორპუსის შემოწმებისას, პროექტში არსებული სერიოზული დარღვევის შესახებ ჯერ კიდევ 2018 წელს იყო ცნობილი. Champlain Towers South Condo-ში აუზის არასათანადო სადრენაჟო სისტემამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შენობის ფუნდამენტს. 

ინჟინრის მიერ შედგენილ ანგარიშში, რომელიც ახლახანს გასაჯაროვდა, ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ კორპუსს სადრენაჟე სისტემებთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემა ჰქონდა. 

ცნობისთვის, ფლორიდაში, ქალაქ სერფსაიდში შენობა ჩამოინგრა, შედეგად 159 ადამიანის ბედი ჯერ კიდევ უცნობია.

აშშ-ის ფლორიდას შტატის გუნერნატორმა, რონ დესანტისმა ქალაქ სერფსაიდში საცხოვრებელი კორპუსის ჩამოშლის შემდეგ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system