თავში

ახალი ფილმის News of the World-ის თრეილერი გამოქვეყნდა - VIDEO

ახალი ფილმის News of the World-ის თრეილერი გამოქვეყნდა
ახალი ფილმის News of the World-ის თრეილერი გამოქვეყნდა - VIDEO

მოკლემეტრაჟიანი ფილმი "News of the World-ის" თრეილერი, რომელშიც მთავარ როლს ტომ ჰენქსი ასრულებს, Universal Pictures-მა YouTube არხზე გამოაქვეყნა.

ფილმის რეჟისორი და თანაავტორი პოლ გრინგრასია.

მისი ახალი ნამუშევარი ეფუძნება პოლეთ ჯილსის 2016 წლის რომანს ჩრდილოეთ-სამხრეთის ომის ვეტერან კაპიტან ჯეფერსონზე, რომელმაც ცოლი დაკარგა. იგი მოგზაურობს ქალაქიდან ქალაქში და ფულს გაზეთებიდან "მსოფლიოს" ამბების მიწოდებით, ასევე წერა-კითხვის უცოდინარ ადგილობრივ მოსახლეობაზე შოულობს.

ტეხასში ჰენქსი ხვდება 10 წლის გოგონას, რომელიც კიოვას ინდიელებმა გაზარდა, როგორც საკუთარი შვილი. მათ სურთ, ჯოანა დაუბრუნონ ნათესავებს, თუმცა გოგონას არ სურს შინ დაბრუნება. გზად მათ უამრავი დაბრკოლება ხვდებათ, მათ შორის ბანდიტები. მათ ერთად უდაბნოში ასობით მილი უნდა გაიარონ, რათა შინ დაბრუნდნენ.

ფილმის "News of the World-ის" პრემიერა 2020 წლის 25 დეკემბერს არის დაგეგმილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system