თავში

ახალი "ჰელოუინის" პრემიერა ერთი წლით გადაიდო - VIDEO

​ახალი "ჰელოუინის" პრემიერა ერთი წლით გადაიდო
ახალი ჰელოუინის პრემიერა ერთი წლით გადაიდო - VIDEO

"ჰელოუინის" თაყვანისმცემლებს არც თუ სასიამოვნო სიურპრიზი ელით. ფილმის მორიგი გაგრძელების, რომლის სახელწოდენაა "ჰელოუინი კლავს", შემქმნელები ამბობენ, რომ რელიზი 2020 წელს აღარ გაიმართება. ჯონ კარპენტერის თქმით, მაყურებელი ფილმს 2021 წლის ოქტომბერში იხილავს.

"ფილმი ამ წლის ოქტომბერში რომ გამოგვეშვა, ჩვენ წავაწყდებოდით იმას, რომ ფილმით მიღებულ შთაბეჭდილებას გაქირავების ამჟამინდელი პრობლემები გადაწონიდა. ამიტომ რელიზი ერთი წლით გადავდეთ", - დაწერა მან.

მთავარი როლის შემსრულებელი, ჯემი ლი კერტისი ამბობს, რომ სტუდიის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.

"მე ისევე გულგატეხილი ვარ, როგორც თქვენ. ძირითადად იმის გამო, რომ ფილმი, რომელიც დევიდ გორდონ გრინმა ჯონ და დებრას მიერ გამოგონილი პერსონაჟებისგან შექმნა, შედევრია. ის წინასწარმეტყველური და ძალიან მძლავრია. გპირდებით, რომ ცდად ღირს", - განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო ჰოლივუდის სტუდიებმა პერსპექტიული პროექტების პრემიერები და რელიზები გადადეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system