თავში

ახალი ინფორმაცია ვულკანური თანამგზავრის "იოს" შესახებ

ახალი ინფორმაცია ვულკანური თანამგზავრის "იოს" შესახებ
ახალი ინფორმაცია ვულკანური თანამგზავრის იოს შესახებ

იუპიტერის სიდიდით მესამე თანამგზავრი "იო" 400-ზე მეტი აქტიური ვულკანითაა დაფარული და ის მძლავრი ვულკანური აქტივობით გამოირჩევა. ახალი რადიო სურათების შეგროვების შემდეგ, დედამიწაზე ტელესკოპებით პირველად დააკვირდნენ, რა გავლენას ახდენს ვულკანური აქტივობა თანამგზავრის წვრილ ატმოსფეროზე. ამის შესახებ CNN წერს.

ჩილეში Atacama Large Millimeter / submillimeter Array-ს მიერ გადაღებული სურათები, რომელიც ყველაზე დიდი ასტრონომიული ობსერვატორიაა მსოფლიოში, ახალ პესპექტვებსა და ფერთა პალიტრას გთავაზობთ: ყვითელს, თეთრს, ნარინჯისფერსა და წითელს.

ეს ფერები განპირობებულია გოგირდოვანი აირებით, რომლებიც თანამგზავრის მრავალი ვულკანიდან გამოედინება და ისინი ცივი ტემპერატურის შემდეგ ყინვიან ზედაპირზე იყინება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system