თავში

ახალი კვლევა: ბავშვების ტკბილი სურნელი

ახალი კვლევა: ბავშვების ტკბილი სურნელი
ახალი კვლევა: ბავშვების ტკბილი სურნელი

ადამიანებში სხვადასხვა სურნელი და არომატი, სხვადასხვა გრძნობებს იწვევს. მაგალითად, ჩვენ ვიცით რას ნიშნავს ახალი მანქანის, ახლად მომზადებული კერძის, ან ლეკვის სუნთქვის დროს წარმოქმნილი სურნელები. მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ დედები თავიანთი შვილების სურნელს ყველაზე კარგად აღიქვამენ. მათ შენიშნეს, რომ დედებს თავიანთი ბავშვის სათამაშოს ამოცნობა მისი სურნელის საშუალებით შეუძლიათ, მაშინ, რომა ბავშვები დედას მისივე სურნელით ცნობენ. ამის შესახებ CNN წერს.

ფაქტებზე დაყრდნობით, მშობელს ბავშვის სურნელის აღქმა და სხვებისაგან გამორჩევა დაბადებიდან უკვე 10 წუთიდან 1 საათამდე პერიოდში შეუძლია. მაგრამ, საინტერესოა, მიჰყვებათ თუ არა ბავშვებს ეს სურნელი ასაკის მატების შემდეგაც. კვლევის თანახმად, ეს არც ისე ხშირად ხდება, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მოზარდებს გარდატეხის პერიოდი ეწყებათ. ~

პროფესორი, ილონა ქროი, რომელიც გერმანიაში დრესდენის უნივერსიტეტში ყნოსვის შეგრძნებას სწავლობს, ამბობს, რომ ეს ფაქტი ოფლითაა გამოწვეული, მისი სხვადასხვა სურნელი კი ორგანიზმში ჰორმონების ცვალებადობის შედეგია.

ჩვილების ტკბილი სურნელი

ახალშობილი ბავშვის სურნელზე ყველა ქალს ევოლუციურად კარგად შეგრძნების და აღქმის ნიჭი აქვს. 2013 წელს ჩატარდა კვლევა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ დედებიც და ქალებიც, რომლებსაც არასდროს უმშობიარია. მათ დაყნოსეს ახალშობილთა პიჟამოები, რომლებიც მათ 2 ღამის განმავლობაში ეცვათ. შემდეგ კი მათ სხვა პიჟამები აჩვენეს და მათთან იგივე ბავშვის კავშირი ვერც ერთმა ქალმა დაადასტურა. რა თქმა უნდა ეს არ ეხება იმ დედებს, რომლებსაც ფსიქოლოგიური ან ყნოსვითი პრობლემები აქვთ.

მეორე ექსპერიმენტისას დედებს თვალები აუხვიეს და შემდეგ შეაგრძნობინეს თავიანთი შვილებისა და სხვა თინეიჯერების მაისურების სურნელები. 64%-მა პროცენტმა ისინი ერთმანეთისგან ვერ გაარჩია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system