თავში

ახალი კვლევების მიხედვით Pfizer-ის ვაქცინა 91%-ით ეფექტურია

ახალი კვლევების მიხედვით Pfizer-ის ვაქცინა 91%-ით ეფექტურია
ახალი კვლევების მიხედვით Pfizer-ის ვაქცინა 91%-ით ეფექტურია

Pfizer-მა და BioNTech-მა მათ მიერ შემუშავებული ვაქცინის განახლებული კვლევების შედეგებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ვაქცინა დაახლოებით 91%-ით ეფექტურია დაავადების წინააღმდეგ. კლინიკურ კვლევაში მონაწილეობა 12 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

აღსანიშნავია, რომ ვაქცინაცია 100 პროცენტით ეფექტური იყო სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე, სადაც  კორონავირუსის ახალი შტამი დომინირებს, თუმცა ამ შემთხვევაში გამოკვლეულთა რაოდენობა შედარებით მცირე იყო (800 ადამიანი).

"გთავაზობთ პირველ კლინიკურ შედეგებს და მტკიცებულებას იმისა, რომ ვაქცინს შეუძლია ეფექტურად გაუმკლავდეს ამჟამად მოცირკულირე ვარიანტებს. ვაქცინაცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, იმისთვის რომ ადამიანებმა შეიქმნან იმუნიტეტი და დასრულდეს ეს პანდემია", - განაცხადა BioNTech-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, უგურ შაინმა.

თავდაპირველად Pfizer/BioNtech აცხადებდა, რომ მათი ვაქცინა 95%-ით ეფექტური იყო, თუმცა ახალი კვლევებით ეფექტურობის პროცენტულმა მაჩვენებელმა იკლო. ეს კი, შესაძლოა გამოწვეული იყოს მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტების მომრავლებით. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system