თავში

ახალი შტამი იმის შეხსენებაა, რომ გლობალური ვაქცინაციის გარეშე პანდემია არ დასრულდება - ბაიდენი

ახალი შტამი იმის შეხსენებაა, რომ გლობალური ვაქცინაციის გარეშე პანდემია არ დასრულდება - ბაიდენი
ახალი შტამი იმის შეხსენებაა, რომ გლობალური ვაქცინაციის გარეშე პანდემია არ დასრულდება - ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამი იმის შეხსენებაა, რომ ეს პანდემია არ დასრულდება, ვიდრე ვაქცინაციის პროცესი გლობალური არ გახდება.

„ეს ახალი ცნობა იმის შეხსენებაა, რომ ეს პანდემია არ დასრულდება, ვიდრე არ ჩავატერბთ გლობალურ ვაქცინაციას. აშშ-მა უფრო მეტი ვაქცინა გადასცა სხვა ქვეყნებს, ვიდრე ყველა სხვა ქვეყანამ ერთად. დროა სხვა ქვეყნებმაც იგივე გააკეთონ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საუკეთესო გამოსავალი ვაქცინის ბუსტერული დოზის მიღებაა, ხოლო არავაქცინირებულებისთვის - დაუყოვნებლივ აცრა.

"ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი მეცნიერებისა და სამედიცინო გუნდის რჩევებით ხელმძღვანელობას. ამ ეტაპზე, თქვენი დაცვითი უნარის გასაძლიერებლად საუკეთესო გზა ვაქცინის გამაძლიერებლი დოზის მიღებაა, ხოლო თუ აუცრელი ხართ, სასწრაფოდ უნდა აიცრათ" - აცხადებს ჯო ბაიდენი. 

მისივე განცხადებით, ვიდრე ახალი შტამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გახდება ცნობილი, შეერთებული შტატები აჩერებს ფრენებს სამხრეთ აფრიკიდან და კიდევ 7 ქვეყნიდან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system