თავში

ახალი შტამის გამო ბრიტანეთი რიგ ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლას აჩერებს

ახალი შტამის გამო ბრიტანეთი რიგ ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლას აჩერებს
ახალი შტამის გამო ბრიტანეთი რიგ ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლას აჩერებს

დღეიდან დიდი ბრიტანეთი დროებით კრძალავს ფრენებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკიდან, ნამიბიიდან, ბოტსვანადან, ზიმბაბვედან, ლესოტოდან და ესვატინიდან. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

ბრიტანეთის მოქალაქეებს, რომლებიც ამ ქვეყნებიდან დაბრუნდნენ, სასტუმროში 7-14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

კორონავირუსის სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ ახალ, B.1.1.529 შტამთან დაკავშირებით შეშფოთებას გაერთიანებული სამეფოს ჯანდაცვის მინისტრი, საჯიდ ჯავიდი გამოთქვამს და აცხადებს, რომ არსებული ვაქცინები მის მიმართ, შესაძლოა, ნაკლებად ეფექტური იყოს.

"რაც ჩვენ ვიცით, არის მუტაციების მნიშვნელოვანი რაოდენობა, შესაძლოა, „დელტა“ ვარიანტის მუტაციების რაოდენობაზე ორჯერ მეტიც კი. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ახალი ვარიანტი, შესაძლოა, უფრო გადამდები იყოს და არსებული ვაქცინები მის მიმართ, შეიძლება, ნაკლებად ეფექტური აღმოჩნდეს“, - განაცხადა საჯიდ ჯავიდმა.

ცნობისთვის, კორონავირუსის სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილი ახალი შტამის გამო, ისრაელი შვიდ ქვეყანასთან მიმოსვლას წყვეტს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო) დღეს საგანგებო შეხვედრას ატარებს. მონაწილეები კორონავირუსის სამხრეთ აფრიკასა და ბოტსვანაში აღმოჩენილი ახალი შტამის შესახებ ისაუბრებენ, რომელსაც მუტაციის მაღალი მაჩვენებელი აქვს.

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system