თავში

"ახალი წამლები 2022 წელს COVID-19-თან ბრძოლას გაადვილებს" - ჯანმო

"ახალი წამლები 2022 წელს COVID-19-თან ბრძოლას გაადვილებს" - ჯანმო
ახალი წამლები 2022 წელს COVID-19-თან ბრძოლას გაადვილებს - ჯანმო

ახალი მედიკამენტები COVID-19-ის წინააღმდეგ 2022 წელს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული, კრიტიკული პაციენტების გადარჩენის შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს კლიუგემ განაცხადა.

”მე გამხნევებული ვარ ახალი ანტივირუსული პრეპარატებით, რომლებიც, სავარაუდოდ, ბაზარზე 2022 წელს გამოჩნდება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის გადარჩენის შანსებს კოვიდ-პაციენტებისთვის, რომლებიც საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი”, - განაცხადა მან.

კლიუგე ასევე ხაზს უსვამს, რომ შემდეგი თაობის ვაქცინები უფრო ეფექტური იქნება ახალი შტამების წინააღმდეგ, რომლებიც მსოფლიოში გამოჩნდება.

”მომავლის პროგნოზირება არ შემიძლია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ არსებული ვაქცინები COVID-19 -ის საწინააღმდეგო პირველი თაობის ვაქცინები. მომავალი ვაქცინები დაიხვეწება და ახალ ან განვითარებულ ვარიანტებზე ადაპტირებული იქნება, რათა უფრო ეფექტური გახდეს. ეს არის მსგავსი იმისა, რაც უკვე ხდება გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინების შემთხვევაში, რომელთა ადაპტაცია ახალი შტამის წინააღმდეგ თითქმის ყოველწლიურად ხდება“, - დასძინა მან.

ცნობისთვის, მსოფლიოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ 280 მილიონს გადააჭარბა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system