თავში

ახალი წლის პირველივე წუთებზე ჰონგ-კონგის პოლიციამ დემონსტრანტების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ახალი წლის პირველივე წუთებზე ჰონგ-კონგის პოლიციამ დემონსტრაცია დაშალა
ახალი წლის პირველივე წუთებზე ჰონგ-კონგის პოლიციამ დემონსტრანტების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ჰონგ-კონგში ახალი წლის პირველივე წუთებზე პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. საერთაშორისო მედიის ცნობით, ათი ათასობით დემონსტრანტმა დემოკრატიის მარშში მიიღო მონაწილეობა, რომლის მიმართაც სამართალდამცველებმა ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

დემონსტრანტები 2020 წლის დადგომამდე წამების ათვლასთან ერთად სკანდირებდნენ: „გაათავისუფლე ჰონგ-კონგი! რევოლუცია ახლა“.

მასობრივი ანტისამთავრობო პროტესტი ჰონგ-კონგში ივნისში დაიწყო. აქციები სადავო საექსტრადაციო კანონის მიღებას მოჰყვა, რომლის თანახმად დაკავებულს განაჩენს ჩინეთის სასამართლო გამოუტანდა.

დემონსტრანტები ჰონგ-კონგის ლიდერის, კერი ლამის გადადგომას ითხოვენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system