თავში

ახალი, უფრო საშიში ვირუსი გაჩნდება - ჯანმო

​ახალი, უფრო საშიში ვირუსი გაჩნდება - ჯანმო
ახალი, უფრო საშიში ვირუსი გაჩნდება - ჯანმო

ახალი, უფრო საშიში ვირუსი გაჩნდება, რომელიც უფრო მომაკვდინებელი იქნება, - ამის შესახებ ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეის 74-ე სეზიაზე გამოსვლისას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა განაცხადა.

მისი თქმით, ის COVID-19-ზე უფრო საშიში იქნება.

"ეს ბოლო შემთხვევა არ არის, როდესაც მსოფლიო პანდემიის საშიშროების წინაშე დადგა. ევოლუციური შეფასებით, გაჩნდება ახალი ვირუსი, რომელიც პოტენციურად უფრო ინფექციური და მომაკვდინებელი იქნება, ვიდრე ამჟამინდელი ვირუსი", - განაცხადა მან.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ხაზი გაუსვა, რომ სხვადასხვა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში "მსოფლიოს უსაფრთხოების შენარჩუნებისთვის" ყველა სახელმწიფოს ჩართვაა აუცილებელი.

მისი აზრით, ”პანდემიის მთავარი მამოძრავებელი” საერთაშორისო სოლიდარობის არარსებობაა.

Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში 24 მაისისთვის, პანდემიის დასაწყისიდან დღემდე სულ კორონავირუსის 167,602,538 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 3,479,991 ფატალური შედეგით დასრულდა, ხოლო COVID-19-ისგან 148,645,844 ადამიანი გამოჯანმრთელდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system