თავში

ახალი ზელანდიის პრემიერი ტერორისტის ვინაობას არ დაასახელებს

ახალი ზელანდიის პრემიერი ტერორისტის ვინაობას არ დაასახელებს
ახალი ზელანდიის პრემიერი ტერორისტის ვინაობას არ დაასახელებს

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა ტერორისტის ვინაობის დასახელებაზე უარი თქვა.

ქვეყნის პრემიერის განცხადებით, ტერორისტი, რომელმაც ქალაქ ოკლენდში დანით 7 ადამიანი დაჭრა, არ იმსახურებს, რომ მისი სახელი გაჟღერდეს.

მისივე თქმით, არც ერთი ტერორისტი, მკვდარი თუ ცოცხალი, არ იმსახურებს, რომ მისი სახელი ხმამაღლა ვახსენოთ.

ჯასინდა აღნიშნავს, რომ ეს არის სასჯელი მათი სამარცხვინო ქმედებებისთვის.

ცნობისთვის, ახალ ზელანდიაში, ოკლენდში მდებარე სავაჭრო ცენტრში, დანით შეიარაღებულმა პირმა 7 ადამიანი დაჭრა. ახალი ზელანდიის პოლიციამ დამნაშავის ლიკვიდირება მოახდინა. ხელისუფლებამ მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system