თავში

ახალმა შტამებმა, შესაძლოა, ვაქცინა ერთ წელიწადში არაეფექტური გახადოს

ახალმა შტამებმა, შესაძლოა, ვაქცინა ერთ წელიწადში არაეფექტური გახადოს
ახალმა შტამებმა, შესაძლოა, ვაქცინა ერთ წელიწადში არაეფექტური გახადოს

NBC News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსის ამჟამინდელი ვაქცინები, ვირუსის მუტაციების გამო, ერთი წლის შემდეგ, შესაძლოა, გამოუსადეგარი გახდეს. 

The People's Vaccine Alliance-ის მიერ ჩატარებული ახალი გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულ ეპიდემიოლოგთა, ვირუსოლოგთა და ინფექციურ დაავადებების სპეციალისტთა თითქმის 65% ფიქრობს, რომ ვაქცინის ეფექტურობის შუალედი დაახლოებით ცხრა თვე ან კიდევ უფრო ნაკლებია.

გამოკითხულთა მერვედზე ნაკლებმა განაცხადა, რომ მათი აზრით, ვირუსის ახალი შტამები ვაქცინის ეფექტურობას არ ემუქრება, თუმცა უმრავლესობა თვლის, რომ ვაქცინების უმეტესობა არაეფექტური გახდება და საჭიროა, ახალი ან მოდიფიცირებული ვარიანტების შემუშავება.

გარდა ამისა, გამოკითხვამ აჩვენა, რომ ექსპერტთა 88%-ის აზრით, მუდმივად დაბალი ეფექტური ვაქცინით ღარიბი ქვეყნების დაფარვა გაზრდის რეზისტენტული მუტაციების წარმოქმნასაც. 

აღსანიშნავია, რომ ვირუსის მეტი მუტაციის გაჩენისთანავე, ვაქცინების შემქმნელებმა განაცხადეს, რომ მათ დაიწყეს მუშაობა გაძლიერებულ ვარიანტებზე, რომლებიც ახალ შტამებს უნდა გაუმკლავდნენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system