თავში

ახალმა ზელანდიამ "ბეჭდების მბრძანებლის" გადაღებების ნება გასცა

​ახალმა ზელანდიამ "ბეჭდების მბრძანებლის" გადაღებების ნება გასცა
ახალმა ზელანდიამ ბეჭდების მბრძანებლის გადაღებების ნება გასცა

ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ გამონაკლისი დაუშვა და სერიალ "ბეჭდების მბრძანებლის" გადამღებ ჯგუფს, ასევე სხვა რამდენიმე კინოპროექტის წევრებს ქვეყანაში შემოსვლის და გადაღების დაწყების ნება მისცა. გამოცემა Collider წერს, რომ სამუშაოები, შესაძლოა, უკვე უახლოეს მომავალში განახლდეს.

ქვეყნის ბიზნესისა და ინოვაციების მინისტრმა გადამღები ჯგუფების 200-ზე მეტი წევრს და მათი ოჯახის 35 წევრს ახალ ზელანდიაში შემოსვლის უფლება მისცა. ასევე გაიზრდება კვოტა ფილმ "ავატარ 2-ის" შემქმნელებისთვის, რომელთაც ცოტა ხნის წინ მუშაობის განახლების ნება მისცემს.

სერიალ "ბეჭდების მბრძანებლის" გადაღებები კორონავირუსის პანდემიის გამო შეჩერდა. პროექტის ბიუჯეტი მილიარდი დოლარია. პრემიერის თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system