თავში

ახალმა ზელანდიამ კორონავირუსი დაამარცხა

​ახალმა ზელანდიამ კორონავირუსი დაამარცხა
ახალმა ზელანდიამ კორონავირუსი დაამარცხა

ახალ ზელანდიაში უკვე 2 კვირაზე მეტია კორონავირუსის ახალი შემთხვევები არ დაფიქსირებულა. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ ვირუსის გავრცელების რვავე არეალში ეპიდემია წარმატებით დაამარცხა. დაავადების კლასტერები ლიკვიდირებულად ითვლება, როდესაც ორი საინკუბაციო პერიოდის (28 დღე) შემდეგ ვირუსის გავრცელების ახალი შემთხვევები აღარ გამოვლინდება.

ახალ ზელანდიაში კორონავირუსით 1154 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ეს ციფრი, დაუდასტურებელ შემთხვევებთან ერთად, შესაძლოა, 1504 ს აღწევდეს. გარდაიცვალა 22 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 1481 პაციენტი. ამის პარალელურად, ახალ ზელანდიაში მოსახლეობის ტესტირების პროცესი გრძელდება. ბოლო 24 საათში შემოწმება 2813 მოქალაქემ გაიარა. მთლიანობაში ტესტირება უკვე 288 987 ადამიანს ჩაუტარდა.

ახალი ზელანდია ერთ-ერთია მათ შორის, სადაც დროულად მიღებულმა პრევენციულმა ზომებმა და ქვეყნის გეოგრაფიულმა მდებარეობამ, ხელისუფლებას კორონავირუსის ეფექტურად მართვის საშუალება მისცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system