თავში

ახალშობილი COVID-19-ის ანტისხეულებით დაიბადა

ახალშობილი COVID-19-ის ანტისხეულებით დაიბადა
ახალშობილი COVID-19-ის ანტისხეულებით დაიბადა

სინგაპურში ახალშობილი ახალი ტიპის კორონავირუსის ანტისხეულებით დაიბადა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გამოცემის ცნობით, ახალშობილის დედა კორონავირუსით მარტის თვეში, ორსულობის პერიოდში, დაინფიცირდა. მოცემული შემთხვევის საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ზოგიერთ შემთხვევაში COVID-19 დედიდან მუცლად მყოფ ბავშვს გადაეცემა.

ნოემბრის თვეში დაბადებულ ჩვილს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, თუმცა მის ორგანიზმში ვირუსის ანტისხეულები აღმოჩნდა.

”ჩემი ექიმი ეჭვობს, რომ ბავშვს ჩემი COVID-19-ის ანტისხეულები ორსულობის პერიოდში გადავეცი”, - აცხადებს ახალშობილის დედა, სელინ ნგ-ჩანი.

სელინის განცხადებით, მარტის თვეში ის კორონავირუსით მსუბუქად დაავადდა და საავადმყოფოდან ორკვირა-ნახევრიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ დროისათვის უცნობია, გადადის თუ არა COVID-19 დედიდან მუცლად მყოფ ბავშვზე ან ჩანასახზე. 

გამოცემა აღნიშნავს, რომ ახალი კორონავირუსის დედებიდან ახალშობილებზე გადაცემა იშვიათია. ამ დროისათვის, ახალშობილის ორგანიზმში ვირუსის აქტიური შემთხვევა არ გამოვლენილა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system