თავში

ახლა ჩვენ პანდემიის რთულ ფაზაში ვართ - მერკელი

ახლა ჩვენ პანდემიის რთულ ფაზაში ვართ - მერკელი
ახლა ჩვენ პანდემიის რთულ ფაზაში ვართ - მერკელი

გერმანია პანდემიის რთულ ფაზაშია შესული, არსებობს დადებითი მხარეები, მაგრამ კორონავირუსის ახალი მუტაცია სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა.

"ახლა ჩვენ პანდემიის რთულ ფაზაში ვართ, ვითარება სულ უფრო დაიძაბება. კარგი ამბავია, რომ ინფიცირებულთა რიცხვი მცირდება, ნაკლები ადამიანი იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებებში", - განაცხადა კანცლერმა.

მერკელმა ასევე დასძინა, რომ გერმანიაში ბოლო დღეებში ყოველდღიურად კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 1000-მდე გაიზარდა. მან პანდემიას საუკუნის კატასტროფა უწოდა. მთავრობის მეთაურმა მთავარ საფრთხედ კორონავირუსის დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი, ახალი მუტაცია დაასახელა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system