
ინდოეთის ოკეანის სანაპიროზე, ინდონეზიაში, ახლად გამოჩეკილმა ათეულობით პატარა კუმ აზვირთებულ ტალღებში შეცურა და მათ ხმელეთელ გულშემატკივრებს 25 წლით დაემშვიდობა.
საქმე იმაშია, რომ ერთი დღით ადრე, გიგანტურმა 3,3 მეტრიანმა მდედრმა კუმ სანაპიროზე 160-ზე მეტი კვერცხი დადო და მათ ქვიშის ბარიკადები აუშენა, რათა მტაცებლებისგან დაეცვა.
ახლად გამოჩეკილ კუებს ინდონეზიის ნაციონალური პარკის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ. ისინი იმედოვნებენ, რომ 25 წლის შემდეგ, როდესაც კუები ზრდასრულ ასაკს მიაღწევენ კვლავ დაბრუნდებიან სანაპიროზე და კვერცხებს დადებენ.
ინდონეზიაში, კუს კვერცხები და მათი ხორცი დელიკატესად ითვლება, ამიტომ მათი დაცვა კანონით ხორციელდება.