თავში

აკირა კუროსავას "რაშომონის" მოტივებზე სერიალს გადაიღებენ

​აკირა კუროსავას "რაშომონის" მოტივებზე სერიალს გადაიღებენ
აკირა კუროსავას რაშომონის მოტივებზე სერიალს გადაიღებენ

კომპანია Amblin Television და სტრიმინგ-სერვისი HBO Max ახალ სერიალზე მუშაობენ, რომელიც აკირა კუროსავას "რაშომონის" მოტივებზეა აგებული. ამასთან, პროექტის ფილმს არ გაიმეორებს, თუმცა სიუჟეტის ძირითად მომენტებს შეინარჩუნებს, მათ შორის ერთსა და იმავე მოვლენაზე სხვადასხვა პერსონაჟის თვალთახედვას.

"მიხარია Amblin Partners-სა და HBO Max-თან მუშაობა, რათა დღევანდელი აუდიტორიისთვის "რაშომონს" გადავხედოთ. მიხარია, რომ მამაჩემის ხედვა, რომელიც ამ ისტორიაშია ასახული, შენარჩუნდება და ახალი თაობისთვის ხელმისაწვდომი იქნება", - განაცხადა აკირა კუროსავას შვილმა ჰისაომ.

ფილმი "რაშემონი" ეკრანებზე 1950 წელს გამოვიდა. ფილმს ვენეციის კინოფესტივალის "ოქროს ლომი" და "ოსკარი" აქვს მიღებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system