თავში

აქტივისტებმა AstraZeneca-ს ოფისის შესასვლელი გადაკეტეს

აქტივისტებმა AstraZeneca-ს ოფისის შესასვლელი გადაკეტეს
აქტივისტებმა AstraZeneca-ს ოფისის შესასვლელი გადაკეტეს

აქტივისტებმა AstraZeneca-ს სათაო ოფისი ჩაკეტეს და ფარმაცევტულ კომპანიას მოუწოდებენ, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პატენტზე უარი თქვას. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Guardian წერს.

გამოცემის ცნობით, პროტესტის ნიშნად, ორმა დემონსტრანტმა კომპანიის შესასვლელ კართან თავი მიიჯაჭვა.

აქტივისტებმა სათაო ოფისის თავზე ბანერი ჩამოკიდეს წარწერით: "ხალხის ვაქცინა - არაკომერციული ვაქცინა".

"კომპანია ცდილობს მოგება ნახოს მაშინ, როდესაც ინდოეთში ათასობით ადამიანი იღუპება”, - აცხადებენ აქტივისტები.

აქციის პარალელურად AstraZeneca აქციონერებთან ყოველწლიურ  შეხვედრას მართავს. კომპანიამ პირობა დადო, რომ პანდემიის დასრულებამდე ვაქცინას თვითღირებულების ფასად გაყიდის, თუმცა კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია როდიდან.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინებზე ინტელექტუალური საკუთრების უფლების გაუქმებას უჭერენ მხარს. იმავე განცხადებას ავრცელებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც. 

ამ ნაბიჯს სასტიკად ეწინააღმდეგებიან მედიკამენტების მსხვილი მწარმოებლები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system