თავში

ალ-აქსას მეჩეთთან არეულობებია

​ალ-აქსას მეჩეთთან არეულობებია
ალ-აქსას მეჩეთთან არეულობებია

ისრაელის პოლიციამ ალ-აქსას მეჩეთზე შტურმი განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ Al Jazeera ავრცელებს.

ადგილობრივების განცხადებით, პარასკევის ლოცვის შემდეგ ბევრი მუსულმანი ალ-აქსას მეჩეთში დარჩა, რათა ისრაელსა და "ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტა აღენიშნათ.

მლოცველები გალობდნენ, რა დროსაც ისრაელის პოლიცია კომპლექსში შეიჭრა და მათ ცრემლსადენი გაზი, ხმოვანი და საკვამლე ყუმბარები დაუშინა.

დაპირისპირების შესახებ ისრაელის მედიაც წერს. Times of Israel-ის ინფორმაციით, პოლიციის მხრიდან შტურმი მომლოცველების მიერ ქვების დაშენის შემდეგ განხორციელდა. ისრაელის პოლიცია აცხადებს, რომ ასობით ახალგაზრდა პალესტინელმა სამართალდამცავებს ქვები და ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები“ დაუშინა, ამის საპასუხოდ კი იერუსალიმის პოლიციამ "ადგილზე შესვლა და არეულობის გამომწვევ პირებთან გამკლავების განკარგულება გასცა".

გავრცელებული ცნობებით, ალ-აქსას მეჩეთთან შეტაკებებისას 25-მდე ადამიანი დაშავდა.

შეგახსენებთ, ისრაელსა და "ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელის ეგვიპტის შუამავლობით შედგა, დღეს, 02:00 საათიდან შევიდა ძალაში.

ისრაელსა და მოძრაობა "ჰამასს" შორის ორმხრივი სარაკეტო დარტყმები 11 დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system