თავში

ალ-ქაიდამ ლიდერის აბდელმალეკ დრუკდელის სიკვდილი დაადასტურა - VIDEO

​ალ-ქაიდამ ლიდერის აბდელმალეკ დრუკდელის სიკვდილი დაადასტურა
ალ-ქაიდამ ლიდერის აბდელმალეკ დრუკდელის სიკვდილი დაადასტურა - VIDEO

ალ-ქაიდას ჩრდილოაფრიკულმა ფრთამ ლიდერის, აბდელმალეკ დრუკდელის ლიკვიდაციიდან ორი კვირის შემდეგ, მისი სიკვდილი დაადასტურა და ვიდეო გამოაქვეყნა. 

აბდელმალეკ დრუკდელი ჩრდილოეთ აფრიკაში არსებულ ტერორისტულ დანაყოფებს (AQIM) ხელმძღვანელობდა და ასევე საჰელის რეგიონის ალ-ქაიდასთან დაკავშირებული ტერორისტული ორგანიზაციის (JNIM) ლიდერი იყო.

დრუკდელი 3 ივნისს, ჩრდილოეთ მალიში საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, დაჯგუფების წევრებთან ერთად მოკლეს. სპეცოპერაციის დროს ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მეთაურიც დააკავეს.

დრუკდელის ლიკვიდაციას საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა.

სამხედრო ოპერაციისთვის შესაბამისი ინფორმაცია და მხარდაჭერა ფრანგულს მხარეს აშშ-მა აღმოუჩინა.

AQIM-ი 1990-იანი წლების ბოლოს აფრიკაში შექმნილი ალჟირელი ისლამისტების რადიკალური დაჯგუფების ბაზაზე ჩამოყალიბდა. 2007 წელს მათ უსამა ბინ ლადენისა და ალ ქაიდას მიმდევრობა გამოაცხადეს. ისინი შეიარაღებულ თავდასხმებსა და ტერორისტულ აქტებს მთელი საჰელის რეგიონში ახორციელებდნენ. მათ შორის იყო 2016 წლის ტერაქტი ბურკინა-ფასოს პრესტიჟულ სასტუმროსა და რესტორანზე, რომლის დროსაც 30 ადამიანი დაიღუპა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system