თავში

ალაბამაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს

​ალაბამაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს
ალაბამაში ტერორიზმში ეჭვმიტანილი მამაკაცი დააკავეს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ალაბამაში მამაკაცი დააკავეს. რომელიც ტერორიზმთან დაკავშირებულ საგამოძიებო საქმეში ფიგურირებს. ნეიფ ქაშოუმ გამოძიების ფედერალურ ბიუროს აგენტს უთხრა, რომ ის ამერიკელი ჯარისკაცს მოკვლას, თუ ამას ე.წ. "ისლამური სახელმწიფო" დაავალებდა. ინფორმაციას Associated Press- ი ავრცელებს.

ნეიფ ქაშოუს გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ცრუ ჩვენებების მიცემასა და დოკუმენტების განადგურებში ადანაშაულებენ. მამაკაცი აშშ-ში 2015 წელს ჩავიდა. იგი ალაბამას შტატის ქალაქ ოპელიკაში, კოლეჯში გეგმავდა სწავლას. ამ დროის განმავლობაში იგი არა ერთხელ იყო დაკითხული.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ აღმოაჩინა, რომ ქაშოუ ტერორიზმში ეჭვმიტანილებთან კავშირისას დაშიფრულ სატელეფონო შეტყობინებებს იყენებდა. ტერორისტებმა მას აშშ-ზე თავდასხმა დაავალეს. 

დაკითხვისას, ეჭვმიტანილს არ დაუკონკრეტებია, რა უპასუხა მან ტერორისტებს და როგორ იმოქმედებდა მსგავსი დავალების მიღების შემთხვევაში. 

Associeted Press-ის ინფორმაციით ქაშოუ იორდანიისა და აშშ-ს მოქალაქეობა აქვს. იგი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში დაიბადა და საუდის არაბეთში გაიზარდა.   

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system