თავში

ალაბამაში სროლის შედეგად 1 დაიღუპა, 3 მძიმედ დაშავდა

ალაბამაში სროლის შედეგად 1 დაიღუპა, 3 მძიმედ დაშავდა
ალაბამაში სროლის შედეგად 1 დაიღუპა, 3 მძიმედ დაშავდა

ალაბამას შტატში, ქალაქ ბირმინგემში კვირას, დაახლოებით საღამოს 19:00სთ-ზე ადგილობრივ პარკში, ორ მამაკაცს შორის დაწყებული ჩხუბი ცეცხლსასროლი იარაღით სროლაში გადაიზარდა. შემთხვევის ადგილზე პარკში ასობით ადამიანი იმყოფებოდა. 

სროლის შედეგად დაიღუპა 1 ქალი, ხოლო სამმა ქალმა უმძიმესი დაზიანებები მიიღო. ისინი ჰოსპიტალში, კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან. 

შემთხვევის ადგილზე მივიდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და დაწყებულია გამოძიება, თუმცა ეჭვმიტანილების დაკავების შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებიათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system