თავში

ალაბამელი ქალი 12 ბავშვს მას შემდეგ ზრდის, რაც და და სიძე COVID-19-ით გარდაეცვალა

ალაბამელი ქალი 12 ბავშვს მას შემდეგ ზრდის, რაც და და სიძე COVID-19-ით გარდაეცვალა
ალაბამელი ქალი 12 ბავშვს მას შემდეგ ზრდის, რაც და და სიძე COVID-19-ით გარდაეცვალა

აშშ-ის შტატ ალაბამაში მცხოვრები ქალი თავის 7 შვილთან ერთად 5 დისშვილს ზრდის, რადგან მისი და და სიძე COVID-19-მა იმსხვერპლა. ამის შესახებ CNN წერს.

ფრანჩესკა მაკკოლი და მისი უმცროსი და შანტალი ყოველთვის ამბობდნენ, რომ თუკი რომელიმეს რამე მოუვიდოდა,  ერთმანეთის შვილებზე იზრუნებდნენ.

"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არ გვინდოდა ჩვენი შვილების დაშორება. ჩვენ გვინდოდა, რომ ჩვენი შვილები ერთად გაზრდილიყვნენ. 12 ბავშვის ასაკი 1-დან 17 წლამდეა. ყველა ბიჭს ერთ ოთახში ძინავს, გოგოები ორ ოთახში არიან გადანაწილებულები და ასე ერთად იზრდებიან", - განაცხადა მარტოხელა დედამ.

მრავალშვილიანი დედის თქმით, ბავშვების აღზრდა ძალიან დიდ ძალისხმევას მოითხოვს, რადგან ყველა მათგანს განსხვავებული ასაკი აქვთ და სხვადასხვა სახის დავალებებითა და თამაშებით არიან დაკავებულები. გარდა ამისა მარტოხელა ქალი კორონავირუსის გავრცელების გამო დისტანციურად მუშაობს.

ცნობილია, რომ ქალს ფინანსურად ეკლესია და სხვადასხვა ორგანიზაციები ეხმარება.

"ზოგჯერ ეს ყველაფერი ცოტათი ქაოტურია, ცდილობ ყველას სათანადო ყურადღება მიაქციო, გაკვეთილების დაწყებამდე საუზმე მოუმზადო. თუმცა ბავშვები ძალიან მიყვარს და მათთვის ყველაფერს გავაკეთებ", - დასძინა ქალმა.

ამერიკელი ქალი ამბობს, რომ მის დას შობის დღესასწაული განსაკუთრებით უყვარდა, ამიტომ ტრადიციას არ დაარღვევს და დღესასწაულს სწორედ ისე აღნიშნავს, როგორც თავის დას გაუხარდებოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system