
ამერიკის შტატის ალასკას სანაპიროზე მომხდარი მიწისძვრის მაგნიტუდამ 8.1 შეადგინა. გამოცხადდა ცუნამის საფრთხე. ინფორმაციას ამის შესახებ ცუნამის გაფრთხილების ამერიკული ცენტრი (NWS) ავრცელებს.
"ცუნამის საფრთხე: 8.1 მაგნიტუდის მიწისძვრა ალასკაზე, ჩინგიკის დასახლების სამხრეთ-აღმოსავლეთით", - აღნიშნულია ცენტრის ინფორმაციაში.
მანამდე აშშ-ის გეოლოგიურმა სამსახურმა (USGS) განაცხადა, რომ ალასკაზე მომხდარი მიწისძვრის მაგნიტუდამ 7.3 შეადგინა.